Friday, October 10, 2008

James Joseph Brown

დაიბადა 3 მაისი, 1933,დაბა ბარნველი,სამხრეთი კაროლინა,აშშ
გარდაიცვალა 25 დეკემბერი, 2006, ატლანტა, ჯორჯია, აშშ
ჯეიმს ბრაუნი (ინგლ. James Joseph Brown; * 3 მაისი, 1933, დაბა ბარნველი,სამხრეთი კაროლინა – † 25 დეკემბერი, 2006, ატლანტა, ჯორჯია, აშშ) სოულის მამა,მუსიკალური მიმდევრობა ფანკის (FUNK) დამაარსებელი.
მამამისი ჯო ბრაუნი ხის მჭრელი იყო. შვიდი წლისა იყო ჯეიმს ბრაუნი, როდესაც მისი ოჯახი ჯორჯიის შტატის ქალაქ ავგუსტაში გადავიდა. სულ პატარა იყო, როდესაც გიტარაზე, ფორტეპიანოზე და დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა შეისწავლა. თუმც, უნდა ითქვას, რომ მან ნამდვილი მუსიკალური განათლება ადგილობრივ ეკლესიაში მიიღო გახდა რა ეკლესიის მგალობელთა გუნდის წევრი და ზედმიწევნით შეისწავლა გოსპელი. მოგვიანებით მასზე ძალზე დიდი ზეგავლებნა მოახდინა ჯაზისა და რითმ ენდ ბლიუზის პოპულარულმა შემსრულებელმა ლუის ჯორდანმა.
13 წლის ასაკში ჯეიმს ბრაუნი საკუთარ ტრიოს აყალიბებს. მოგვიანებით იგი ხდება ანსამბლის “THE FLAMES”-ის წევრი, რომელიც ძირითადად რითმ ენ-ბლიუზის სტილში უკრავდა. ამ ანსამბლის რეპერტუარში პირველად გაჟღერდა ჯეიმს ბრაუნის პირველი სიმღერა “PLEASE, PLEASE, PLEASE”, რაც გახდა მისი პროფესიონალური მუსიკალური კარიერის დასაწყისი.
-”ამ სიმღერამ ნამდვილად მიშველა. ლუკმა-პურის მოპოვებისათვის აღარ იყო საჭირო მუსიკის გარდა სხვა სამუშაოს ძებნა. ამან მომცა იმის საშუალება მეკეთებინა ის რისი კეთება მართლა მსურდა.” (ბრაუნი).
ეს სიმღერა მან 1956 წელს ჩაწერა. დისკი მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. ამას მოჰყვა ბრაუნის თავბრუდამხვევი კარიერის დაწყება.
-”სიმღერა “PAPA’S GOTTA BRAND NEW BAG”ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომპოზიციაა, რომელიც კი ოდესმე ჩამიწერია. რითმის რამდენჯერმე შეცვლის შედეგად მივიღე ის, რასაც დღეს “FUNK”-ს უწოდებენ.
სწორედ ამ სიმღერის შემდეგ გაჩნდა მიმდინარეობა FUNK, რომელსაც მოგვიანებით SOUL-საც უწოდებდნენ. ამ სიმღერას მოჰყვა კიდევ არა ერთი პოპულარული სიმღერა, რომლებიც ჯეიმს ბრაუნს ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკალური მოღვაწეობის პარალელურად ჯეიმს ბრაუნი ძალზე აქტიურად იყო ჩაბმული შავკანიანთა სამოქალაქო უფლებების დაცვის საქმეში, მაგრამ იგი ყოველთვის ცდილობდა, რომ მისი მიმართვები ახალგაზრდა შავკანიანებისადმი პოზიტიური ხასიათისა ყოფილიყო.
-”სამოციან წლებში ძალზე დიდი აქცენტი კეთდებოდა რასიულ დაპირისპირებაზე. ახლა კი მგონია, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა აქცენტი ურთიერთ სიყვარულზე გაგვეკეთებინა.”(ბრაუნი)
ისი კარიერის განმავლობაში დაღმასვლასაც ჰქონდა ადგილი. სამოცდაათიან წლებში, როდესაც მოდაში დისკო შემოვიდა ჯეიმს ბრაუნის პოპულარობა საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ 80-იანი წლების დასაწყისში გამოდის მისი სიმღერა LIVING IN AMERICA, რითაც ბრაუნმა კიდევ ერთხელ შეახსენა თავი აუდიტორიას. 1986 წელს მისი გვარი როკენ როლის დიდების სიაში იქნა შეყვანილი. თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ელვის პრესლის გარდა არცერთ პოპ მუსიკოსს არ ჰქონია ისეთი მიღწევები როგორც ჯეიმს ბრაუნს: საუკუთესო ასი სიმღერის სიებში მთლიანობაში მისი 94 სიმღერა მოხვდა, ხოლო საუკეთესო ოცი სიმღერის სიებში ყველა მუსიკოსთან შედარებით მისი ყველაზე მეტი სიმღერა შევიდა. ჯეიმს ბრაუნმა სიკვდილამდე სამი დღით ადრე ქალაქ ავგუსტაში გამართა საშობაო კონცერტი. მას საახალწლოდ ნიუ-იორკში ბიბი კინგის ბლიუზ-კლუბში ჰქონდა დაგეგმილი გამოსვლა.
თავისი პროფესიული ცხოვრების მანძილზე ბრაუნმა 50-ზე მეტი ალბომი ჩაწერა. 60-იან წლებში ჯეიმს ბრაუნს ჟურნალმა ”lOOK"-მა ”ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შავკანიანი” უწოდა. 1992 წელს ბრაუნმა მუსიკაში შეტანილი წვლილისათვის პრემია ”გრემი” მიიღო.
ლეგენდარული მომღერლის კარიერა ბევრ სკანდალსაც უკავშირდებოდა. ბრაუნი წლების განმავლობაში ებრძოდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე მიჯაჭვულობას; ის რამდენჯერმე დააპატიმრეს იარაღის უკანონო ტარებისთვის. ბრაუნი ციხეში მოხვდა მესამე ცოლის ცემის გამოც.
ლეგენდარული მუსიკოსი 1999 წელს საქართველოსაც ესტუმრა და თბილისში გამართა კონცერტი.
გარდაიცვალა 25 დეკემბრის დილას ატლანტის საავადმყოფოში ფილტვების ანთებით.

Wednesday, October 8, 2008

Nina simone

ნინა სიმონე ნამდვილი სახელი (Eunice Kathleen Waymon) დაიბადა 1933 წლის 21 თებერვალს, ტრაიონში (სამხრეთ კაროლინის შტატში). განათლება მიიღო ნიუ-იორკის პრესტიჟულ მუსიკალურ კოლეჯში (Juilliard School of Music) სადაც თავის დროზე სწავლობდა მაილს დევისი. (Miles Davis ) ის იყო ძალიან ნიჭიერი შავკანიანი ამერიკელი მომღერალი,კომპოზიტორი,პიანისტი. მან თავის კარიერა დაიწყო 1953 წელს ატლანტიკ-სითიში, სადაც ის ღამის კლუბებში პიანინოზე უკრავდა. ზუსტად ამ დროს დაირქვა მან თავისი სასცენო ფსევდონიმი (nina simone) ნინა ესპანურად გოგოს ნიშნავს და სიმონე დაირქვა ცნობილი მსახიობის ”სიმონე სინიორე”-ს საპატივცემულოდ. სამოციანი წლების დასაწყიში მან მოამზადა დიუკ ელინგტონის კომპოზიციების ალბომი სადაც ძირითადათ შედიოდა ბლუზის ბალადები ბროდვეის მიუზიკლებიდან. ორმოცდაათიანი წლების ბოლოს, მან უკვე ჩაწერა და გამოუშვა თავისი 10 ალბომი. სიმონე ხშირად გამოდიოდა კონცერტებზე და არამარტო როგორც მომღერალი, არამედ როგორც პიანისტი,მოცეკვავე და მსახიობი.იგი ჯაზის ტრადიცებს არ ღალატობდა, გამოირჩეოდა შესრულების ორიგინალობით. ის სოულს, პოპ-მუსიკას და ბლუზს უთავსებდა ჯაზს. ნინა სიმონე ძირითადათ თავის სიმღერებს ორკესტრის თანხლებით წერდა.

1965 წელს გამოვიდა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალბომ (
I Put Spell on You a) რომელშიც შევიდა მისი ყველაზე პოპულარული სიმღერები (I Put a Spell onYou) (Feeling Goo) და (Ne Me Quitte Pa).

1996 წელს გამოუშვა შემდეგი ალბომი სახელწოდებით (Wild Is the Wind) ამ ალბომში შესული სიმღერები პოპ-მუსიკს ჟანრში იყო ჩაწერილი, ამიტომ მას კრიტიკოსებმა იმ პერიოდში პოპი-მუსიკის დედოფალი შეარქვეს.

ნინა სიმონე პირადად იცნობდა ლუტერ მარტინომ კინგს ამერიკელი შავკანიანების უფლებების დამცველს, მისი და კიდევ ოთხი შავკანიანი ბავშვის მკვლელობის შემდეგ ნინამ გამოუშვა ახალი სიმღერა სახელწოდებით (Mississippi Goddam) ამავე თემატიკის სიმღერები იყო (Pirate Jenny) და ჟაკ ბრელას ინტერპრეტირებული (Ne Me Quitte Pas) ეს სიმღერები უფრო კლასიკური ჟანრის იყო.

1968 წელს იგი უშვებს ახალ სიმღერა (Ain’t Got No) რომელიშიც შეიძლება ითქვას მწარედ აკრიტიკებს მაშინდელ პოლიტიკას.

ნინა სიმონე გარდაიცვალა 2003 წლის 21 აპრილს საფრანგეთში მარსელთან ახლოს, თავის სახლში. სადაც მან გაატარა უკანასკნელი 8 წელი. იგი გარდაიცვალა 70 წლის ასაკში.

აქვე აღსანიშნავია რომ ნინა სიმონემ თავისი 40 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში გამოუშვა 170 სტუდიური და საკონცერტო ალბომები და სინგლები.

სულ მას აქვს შესრულებული 320 კომპოზიცია, ის დღემდე რჩება 20 საუკუნის ერთ-ერთ ავტორიტეტულ შემსრულებლად.


თარგმანი: ლევან გიორგაძე



Jazz

ჯაზი (ინგლ. Jazz) ორიგინალური ამერიკული მუსიკალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც ადრეულ 1920-იან წლებში ნიუ-ორლეანში გაჩნდა; ეფუძნება დასავლეთის მუსკიკალურ ტექნიკასა და თეორიას და მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აფრო-ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს. ჯაზისთვის დამახასიათებელია რბილი ნოტები, სინკოპაცია, სვინგი, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ჯაზს ხშირად „ამერიკის კლასიკურ მუსიკად“ მოიხსენიებენ.
ჯაზი, როგორც მუსიკალური მიმდინარეობა, შეიქმნა დასავლეთ აფრიკული (ტუნისი) და ვესტერნული მუსიკალური ტრადიციების, ბლუზისა და რეგთაიმის, „ახალი ინგლისური“ რელიგიური ჰიმნების, ჩრდილო ამერიკული ფოლკლორის (ჰილიბილი) და ევროპული „მარშინგ ბენდების“ მუსიკის ურთიერთშერწყმის საფუძველზე.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში დამკვიდრების შემდეგ, ჯაზი 20-იან წლებში უკვე გავლენას ახდენს მუსიკის სხვა ჟანრებზეც.
ჯაზი აღმოცენდა ბლუზზე, რომელიც დასავლეთ აფრიკული კულტურისა და ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი დაუდო გათავისუფლებულმა აფრიკელმა მონებმა სამხრეთ ამერიკაში. ჯაზ მუსიკოსი ვინთონ მარსალისი (ინგლ. Wynton Marsalis) აღნიშნავდა: „ჯაზი შავკანიანთა უცნაური გამოგონებაა...“
მარშინგ და საცეკვაო ბენდების ინსტრუმენტები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯაზური მუსიკის წამყვან ინსტრუმენტებად იქცნენ.
საერთოდ პირველი ჯაზ-მუსიკა აფრო-ამერიკელების მიერ იქნა დაკრული ნიუ–ორლეანში. ბადი ბოლდენი (ინგლ. Buddy Bolden) უკრავდა კორნეტზე და ძირითადად ეს კაცი ითვლება პირველ ნამდვილ ჯაზ მუსიკოსად. ასევე იყვნენ რედი კეპარდი (ინგლ. Reddy Keppard), კლარენს ვილიამსი (ინგლ. Clarence Williams) და სხვები. ეს მუსიკოსები ხალხის უმრავლესობისათვის უცნობია, თუმცა მათი იდეები ჯერ კიდევ ახდენენ ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ იკვრება დღესდღეობით ჯაზი.
მეორე ტალღა ჯაზმენებისა იყო ჯო ოლივერი (ინგლ. Joe Oliver), ჯელი როლ მარტონი (ინგლ. Jelly Roll Morton) და სხვები. ამ მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ბენდები, გააუმჯობესეს და გაართულეს შესრულების ტექნიკა და მეტი წარმატებაც მლოიპოვეს. ამ პერიოდის მუსიკა ცნობილია, როგორც „Hot Jazz“ (მხურვალე ჯაზი), არანორმალურად სწრაფი ტემპების გამო.
ჯო ოლივერმა ნიუ ორლეანში აღამოაჩინა ახალგაზრდა კორნეტისტი, სახელად ლუის არმსტრონგი (ინგლ. Louis Armstrong). მალე ის ერთერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მუსიკოსად იქცა მსოფლიოში. ამ ჯაზმენების მუსიკა ყოველთვის პატივისცემის ღირსია.
ჯაზის ტრადიციული ინსტრუმენტებია: საქსოფონი - საყვირი - ტრომბონი - კლარნეტი - ფორტეპიანო - გიტარა - კონტრაბასი - ბას გიტარა - დასარტყამები

Ray Charles

რეი ჩარლზი (Ray Charles, სრული სახელი Ray Charles Robinson) (23 სექტემბერი, 1930 – 10 ივნისი, 2004), ამერიკელი პიანისტი და სოულის შემსრულებელი, რომელმაც დასაბამი მისცა რითმ-ენდ-ბლუზის მიმდინარეობას. მან შემოიტანა სოულის ხმოვანება ქანთრიში, პოპ სტანდარტებში. ფრენკ სინატრამ მას უწოდა "ერთადერთი ნამდვილი გენიოსი ამ ბიზნესში", ხოლო ჟურნალმა როლინგ სტოუნი რეი ჩარლზს სიაში "უკვდავები: ყველა დროის 100 უდიდესი ხელოვანი" (The Immortals: 100 Greatest Artists of All Time) მე-10 ადგილი მიუჩინა.

რეი ჩარლზი დაიბადა პატარა ქალაქ ელბანში, შტატ ჯორჯიაში. დედა არეტა რობინსონი, მამა ბეილი რობინსონი. რეის ოჯახი იყო ძალიან ღარიბი, როგორც თვითონ ამბობდა ისინი სხვა ზანგებს შორისაც კი ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფებოდნენ, ყველას დაბლიდან უყურებდნენ და მათ ქვემოთ მხოლოდ მიწა იყო. როდესაც რეი რამოდენიმე თვის იყო მისი ოჯახი გრინვილის დასახლებაში, სამხრეთ ფლორიდაში გადავიდა საცხოვრებლად. რეის მამა არ თამაშობდა მის ცხოვრებაში დიდ როლს, ხოლო შემდეგ მან საერთოდ დატოვა ოჯახი. რეის და ერთი წლით უმცროს ძმას ჯორჯს, არეტა და დედამისი, მერი ჯეი რობინსონი უვლიდნენ. როდესაც რეი ხუთი წლის იყო მისი ძმა ქუჩაში მდგარ ტაშტში ჩავარდა, ამის მომსწრე რეი ცდილობდა ძმის გადარჩენას, მაგრამ ამაოდ, ჯორჯი მისთვის საკმაოდ მძიმე იყო. ჯორჯი დაიხრჩო, ხოლო რეი გადატანილი სტრესის გამო თანდათან კარგავდა მხედველობას, ხოლო შვიდი წლის ასაკში საერთოდ დაბრმავდა.დაბრმავების მიზეზი უცნობი დარჩა, მაგრამ არსებობს დოკუმენტები, რომ გამომწვევი მიზეზი გლაუკომა იყო.

პირველად მისი მუსიკალური ტალანტი სამი წლის ასაკში გამოვლინდა. მასზე აფთიაქის მეპატრონემ იმოქმედა, რომელიც პიანინოზე უკრავდა. ამ უკანასკნელმა ასწავლა პირველი სამი ნოტი რეის. შემდგომ ჩააბარა ბრმებისა და ყრუებისათვის განკუთვნილ სკოლაში, სენტ-აუგუსტინეში, შტატი ფლორიდა. აქ რეიმ შიესწავლა ბრაილის ანბანი და რამოდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ესენია _ პიანინო, ორღანი, საქსაფონი, ტრომბონი და კლარნეტი. სკოლაში გამოვლინდა რეის მუსიკალური ტალანტი, იგი მღეოდა ბაპტისტურ გუნდში. 1945 წელს დაეღუპა დედა, ორი წლის შემდეგ კი მამა.

სკოლის დამთავრების შემდეგ რეი მონაწილეობდა ბევრ მუსიკალურ პროექტში, ძირითადად ჯაზის და ქანთრის სტილში. თავის შემოქმედებაში კრებდა ცნობილი ჯაზმენების შთაგონებას, როგორებიცაა _ ქაუნთა ბეისი, არტა თეითუმა და ართი შოუ. პირველი ჯგუფი რომელშიც იგი მოღვაწეობდა ეწოდებოდა «The Florida Playboys». 1947 წელს, როდესაც 600 დოლარი მოაგროვა, გაემგზავრა სიეტლში. აქ გიტარისტ გოსადი მაკჰისთან ერთად დააარსა ჯგუფი «MacSon Trio» (ხშირად Maxim-ს უწოდებდნენ). მალე მათ სიმღერების ჩაწერა დაიწყეს Swingtime Records-თან ერთად. პირველი სამი ჩანაწერი იყო «Guitar Blues», «Walkin' and Talkin'» და «Wonderin' and Wonderin'». იგი თანამშრომლობდა ცნობილ R&B შემსრულებელ ლოუელ ფულსონთან და მის ჯგუფთან, აკომპანიას უწევდა პიანინოთი. 1949 წელს გამოვიდა მისი ჰიტი «Confession Blues». რეის შემდეგი პოპულარული სიმღერა იყო «Baby, Let Me Hold Your Hand» (1951). ამის შემდეგ, 1952 წელს გადადის Atlantic records-ში, როცა უკვე მიხვდა რომ Swingtime Records-ში ყოფნით ვერ მიაღწევდა სასურველ შემოქმედებით თავისუფლებას. მან სახელი შეიმოკლა და დაირვა უბრალოდ რეი ჩარლზი, რადგან ბოქსიორ რეი რობინსონში არ არეოდათ (Ray «Sugar» Robinson). 1951 წლის 31 ივლისს დაქორწინდა ეილემ უილიამსზე, ერთი წლის შემდეგ მათი ოჯახი დაინგრა. აღსანიშნავია რომ რეის 12 შვილი ჰყავდა და მხოლოდ 3 ოფიციალურად, ცოლებისაგან. 1955 წელს რეი ხელმეორედ დაქორწინდა, დელ ბეატრის რობინსონზე, რომელთანაც ეყოლა ჰოვარდი. მათი ოჯახი 1977 წელს დაინგრა.

1953 წელს გამოვიდა რეის ერთ-ერთი სინგლი «Mess Around». ამავე წელს მან არანჟირება და აკომპანირება გაუწია ცნობილ ბლუზმენ გიტარ სლიმს (Guitar Slim), კომპოზიცია «The Things That I Used To Do», რომელიც მათ ჩაწერეს, გაიყიდა მილიონზე მეტი ტირაჟით. ასეთივე წარმატებული იყო მისი სინგლი «It Should Have Been Me», რომელიც მთლიანად მას ეკუთვნოდა. შემდეგი მწვერვალი რეიმ 1955 წელს დაიპყრო, როდესაც სინგლი «I Got a Woman» გამოვიდა. ამ უკანასკნელმა სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა R&B ჩარტებში. სწორედ ეს სიმღერა უფრო ხშირად მოიხსენიება როგორც პირველი კომპოზიცია სოულის სტილში. ამ დროს რეის რეპერტუარი სანახევროდ გოსპელს წარმოადგენდა ტექსტის მიხედვით, ხოლო ნახევარი ბლუზს. საკუთარი შემოქმედებით ახერხებდა რომ R&B და გოსპელი გამხდარიყო პოპულარული ფართო საზოგადოებისთვის, იზიდავდა ახალ მსმენელებს _ როგორც შავკანიანებს, ასევე თეთრკანიანებს. რეი ერთ-ერთი პირველი იყო იმ მუსიკოსებს შორის, რომლებიც ტრადიციულ «შავ» მუსიკას ავრცელებდა ხალხის მასებში.

Louis Daniel Armstrong

ინოვატორი და ქარიზმატული ამერიკელი ჯაზ მუსიკოსი.
ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ჯაზმენი მუსიკის ისტორიაში, რომელმაც ჯაზი გადააქცია საყოველთაო და პოპულარულ მუსიკალურ მიმდინარეობად.

ლუი არმსტრონგი 1901 წლის 4 აგვისტოს დაიბადა ნიუ ორლეანში მცხოვრებ ღარიბ ოჯახში. მას რთული ბავშვობა ქონდა. ოჯახი მიატოვა მამამ. თავიდან მან ისწავლა კორნეტზე (სასულე ინსტრუმენტი) დაკვრა ერთ-ერთ ნიუ ორლეანურ ბენდში. ის უსმენდა მუსიკას გამუდმებით, ყოველი შესაძლებლობისას. დაყვებოდა ქალაქის ბრას ბენდების აღლუმებს და სწავლობდა დაკვრას ისეთი მუსიკოსებისგან, როგორებიც იყვნენ Bunk Johnson, Buddy Petit, Joe "King" Oliver. მოგვიანებით მან დაიწყო დაკვრა Fate Marable -ის ბენდში, რომელიც აწყობდა ტურნეებს ბორანით მდ. მისისიპიზე. როგორც ლუი იხსენებს, ეს მისთვის დიდი გამოცდილება იყო. 1919 წლიდან იგი იკავებს Joe Oliver -ის ადგილს ქალაქის ყველაზე პოპულარულ Kid Ory -ის ბენდში.
1922 წელს ჯო ოლივერმა მიიწვია იგი ჩიკაგოში Creole Jazz Band -ში. ეს იყო ოციან წლებში, ჩიკაგოს ყველაზე პოპულარული ჯაზ ბენდი. ამ პერიოდში ჩიკაგო იყო ჯაზის ცენტრი. სწორედ აქ გამოუშვა ლუიმ თავისი პირველი ჩანაწერები.
1924 წელს იგი გადავიდა ნიუ იორკში და შეუერთდა Fletcher Henderson -ის ორკესტრს, სადაც იგი გადაერთო საყვირზე (ტრამპეტზე). ამ პერიოდში მან ნიუ ორლეანელი მეგობარის პიანისტი Clarence Williams -ის დახმარებით კვლავ გამოსცა ჩანაწერები.
1925 წელს დაბრუნდა ჩიკაგოში და გამოსცა ჩანაწერები უკვე თავისი სახელით, თავის ცნობილ Hot Five და Hot Seven ბენდებთან ერთად. ამ ჩანაწერებში იყო ცნობილი "West End Blues". მასში შესული არმსტრონგის საყვირის პარტია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ იმპროვიზაციად ჯაზის ისტორიაში.
1929 წელს დაბრუნდა ნიუ იორკში. შემდეგ გადავიდა ლოს ანჯელესში. ამას მოჰყვა მისი ტურნე ევროპაში და იქიდან დაბრინებული, 1943 წელს კვლავ დასახლდა ნიუ იორკში.
1950 წელს ლუიმ დააარსა ჯგუფი All Star, რომლის შემადგენლობაშიც მან შექმნა დაუვიწყარი მუსიკა. 1964 წელს ჩაწერა მისი ყველაზე პოპულარული ჰიტი "Hello Dolly".
ამ ჯგუფთან ერთად მან მოიარა თითქმის მთელი მსოფლიო. მის ტურნეებს აფინანსებდა აშშ -ს მთავრობა.
1971 წელს იგი გარდაიცვალა გულის შეტევით 69 წლის ასაკში.
მას ზედმეტ სახელი "Satchmo" (წარმოდგება სიტყვიდან Satchelmouth), შეარქვა ჟურნალ Melody Maker -ის რედაქტორმა პერსი ბრუქსმა 1932 წელს, როდესაც ის მიესალმა ლუის ლონდონში შეხვედრისას სიტყვებით: "Hello, Satchmo".
მან იმუშავა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ: Jimmie Rodgers, Bing Crosby, Duke Ellington, Fletcher Henderson, Bessie Smith და Ella Fitzgerald - ვისთან ერთადაც ჩაწერა სამი ალბომი: "Ella & Louis", "Ella & Louis again", "Porgy and Bess" Verve Records -ისთვის.
1964 წელს მან გადაუსწრო The Beatles -ს Billboard Top 100 ჩარტში და დაიკავა პირველი ადგილი სიმღერით "Hello Dolly". ამავდროულად გახდა ყველაზე ხნიერი მუსიკოსი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავება მოახერხა. ის მაშინ 63 წლის იყო.
1968 წელს ინგლისში გამოსცა სინგლი "What a wonderful world", რომელიც თვეობით იმყოფებოდა ბრიტანული ჩარტების მოწინავე ადგილებზე.
არმსტრონგის და მისი Hot Seven -ის მიერ შესრულებული "Melancholy Blues" გაგზავნილ იქნა კოსმოსში, როგორ კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა.
ლუი არმსტრონგმა ფაქტიურად რევოლუცია მოახდინა ჯაზში ჯაზ-სოლისტის ამპლუის შემოტანით, რამაც გასაქანი მისცა ინდივიდუალიზმს. მან თავისი ოსტატური შესრულებით ასევე განავითარა scat singing -ი (იმპროვიზაცია ვოკალით, როდესაც იხმარება არა სიტყვები, არამედ უბრალო ბგერები).
როგორც ვირტუოზ მესაყვირეს მას ქონდა ექსტრაორდინალური ნიჭი იმპროვიზაციისა. ამას თან ერთვოდა უნიკალური ხმის ტემბრი და ვოკალური იმპროვიზაციის არაჩვეულებრივი უნარი.
ამ ადამიანმა შექმნა საკაცობრიო ღირებულების მუსიკა. მუსიკა, რომელზეც აღიზარდა თაობები.
და საერთოდ, მუსიკის ისტორია წარმოუდგენელია ლუი არმსტრონგის გარეშ
.

Billie Holiday

(Eleanora Fagan Goughy), ცნობილი ასევე "Lady Day" -ის ზედმეტ სახელით, დაიბადა 1915 წლის 7 აპრილს ფილადელფიაში, გაიზარდა ბალტიმორში (მერილენდი). მას მძიმე ბავშვობა ქონდა, რაც აისახა კიდეც მის პიროვნებაზე და კარიერაზე. მისი ცხოვრების შესახებ ბევრი ლეგენდა და გადმოცემა არსებობს. ბევრიც მისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან გავრცელდა, რომელიც მან 1956 წელს გამოაქვეყნა. ამ წიგნის მიხედვით მისი სახლი იყო პირველი თავის ქუჩაზე, რომელშიც ელექტროენერგია გადიოდა. დედამის იყო ცამეტი წლის როდესაც ბილი შეეძინა. მამამისი, ჯაზ-გიტარისტი კლარენს ჰოლიდეი კი - 15 წლის. მშობლები მალე დაშორდნენ და მას დედა და ნათესავები ზრდიდნენ. მან ადრეულ წლებშივე დაანება სკოლას თავი და პროსტიტუიას მიჰყო ხელი.
რამდენიმე წელიწადში, დედამისთან ერთად ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად. დასახლდა ჰარლემში და ადგილობრივ კლუბებში დაიწყო გამოსვლები. 1932 წელს იგი შეამჩნია ერთ-ერთმა პროდუსერმა, ჯონ ჰამონდმა, რომელმაც რამდენიმე სეშენი მოუწყო ბენი გუდმანთან.
1933 წელს პირველი ჩანაწერიც გამოსცა - "Your Mother's Son-In-Law". ერთი წლის შემდეგ 23 ნოემბერს იგი გამოვიდა "Apollo Theater" -ში პიანისტ ბობი ჰენდერსონთან ერთად. ამან კიდევ უფრო უბიძგა მას ხელი ბლუზისა და ჯაზისკენ. ცოტა ხნის შემდეგ მან დაიწყო რეგულარული გამოსვლები "52nd Street" -ზე მანჰეტენში.

მას არ ქონდა დიდი ვოკალური მონაცემები, თუმცა სხვებისგან გამოარჩევდა უმწიკვლო ხმა და აბსოლიტურად გულახდილი, ემოციური შესრულება.
ის მუშაობდა ისეთ ლეგენდებთან, როგორებიც იყვნენ ლესთერ იანგი, ქაუნთ ბეისი, ართი შონი...
ბილი ჰოლიდეი იყო ასევე იმ თაობის წარმომადგენელი, რომელმაც დაარღვია რასობრივი ბარიერი. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თეთრკანიანებთან ერთად გამოდიოდა. მართალია, სცენაზე გამოსვლამდე, თეთრკანიანებისგან მოშორებით, ცალკე ოთახში უწევდა მოცდა, მაგრამ უკვე სცენაზე ნამდვილი "Lady Day" ხდებოდა და ყველას იპყრობდა, მიუხედავად კანის ფერისა. თავის უდიდეს ემოციურ და დრამატულ შესრულებს მანერას ასე ხსნიდა: "I've lived songs like that".

ბილი ყოველთვის იყო მსუბუქი ნარკოტიკების და მარიხუანის მომხმარებელი, მაგრამ 40 -იანი წლებიდან ჰეროინზე გადავიდა. მისი დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი ნელ-ნელა იზრდებოდა. ამას დაემატა ალკოჰოლი და ოჯახური სკანდალები. ამ ყველაფერმა, რათქმაუნდა უარყოფითად იმოქმედა მის კარიერაზე. მისი ახალგაზრდული, სიცოცხლით სავსე და უმანკო ხმა შეცვალა მძიმე და სევდიანმა ხმამ.

ჰოლიდეის შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია იმდროინდელ მუსიკოსებზე. ასევე ჯენის ჯოპლინსა და ნინა სიმონეზე. 1972 წელს დიანა როსმა მისი როლი შეასრულა ავტობიაგრაფიული წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმში. 1987 წელს "U2" -უმ გამოსცა სინგლი ჰოლიდეის მიხედვით (tribute), "Angel of Harlem".
მან შეასრულა სიმღერა "Strange Fruit", რომელიც მიმართული იყო რასობრივ ნიადაგზე სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. სიმღერამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ჰოლიდეიმ ამით არამარტო მუსიკის, არამედ ამერიკის ისტორიაშიც დაიკავა ადგილი.
1954 წელს დიდი წარმატებით ჩაატარა ტურნე ევროპაში. 1958 წელს და 1959 წლის დასაწყისში კვლავ ეწვია ევროპას. 1959 წლის თებერვალში, ლონდონში დასამახსოვრებელი გამოსვლა ჰქონდა "BBC" -ის შოუში "Chelsea at Nine". ამავე წელა "MGM Records" -ისთვის ჩაწერა თავისი ბოლო სტუდიური ალბომი, რომელსაც მისი სიკვდილის შემდეგ ასევე ეწოდა - "Last Recordings".
1959 წლის 17 ივლისს 44 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა ნიუ იორკში, "Metropolitan Hospital" -ში ღვიძლის დაავადებით.
იგი საავადმყოფოშიც კი იმყოფებოდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ნარკოტიკების გამო.
სიცოცხლის ბოლო წლებში იგი გაკოტრებული იყო. მას ბანკში ანგარიშზე დარჩა 70 ცენტი, ნაღდი ფულის სახით კი - 750 დოლარი.
1958 წელს მან ჩაწერა თავისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალბომი "Lady in Satin". იგი არის შესრულებული ძალიან დაბალი დიაპაზონის ხმით, თუმცა უდიდესი ემოციით და გამოთქმით.
ალბომის შექმნაში დიდი ორკესტრი მონაწილეობდა, რომელსაც რეი ელისი ხელმძღვანელობდა


Ella Jane Fitzgerald

ჯეინ ფიცჯერალდი (Ella Jane Fitzgerald )ასევე ცნობილი, როგორც "ლედი ელა" (სიმღერის პირველი ლედი) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯაზის მომღერალი, ცამეტი გრემის მფლობელი, ეროვნული ხელოვნების მედლით დაჯილდოებული პრეზიდენტ რეიგანის მიერ, და თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით - პრეზიდენტ ბუში უფროსის მიერ. სამ-ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით დაჯილდოებული მომღერალი გამოირჩეოდა ტონალობის სიწმინდით, თითქმის შეუმცდარი ფრაზითა და ინტონაციით და განუმეორებელი იმპროვიზაციის შესაძლებლობით.

დაიბადა ნიუპორტ-ნიუსში, (ვირჯინია, აშშ) 1917 წლის 25 აპრილს; გაიზარდა იონკერში, ნიუ-იორკი. გულის შეტევით 38 წლის ასაკში დედის უეცარი გარდაცვალებისა, ხოლო მამის ბავშვის დაბადებისთანავე გაუჩინარებით, 14 წლის ასაკში დაობლდა.

ელამ სასიმღერო დებიუტი 16 წლის ასაკში 1934 წელს მოახდინა აპოლონის თეატრში ჰარლემში, ნიუ-იორკი, იმ დროს ცნობილ ერთ-ერთ ადრეულმოყვარულთა ღამეებისკონკურსზე. თავდაპირველად მიზნად დასახული ჰქონდა სცენაზე საცეკვაოდ ასვლა, თუმცაედვარდსის დების” (ადგილობრივი საცეკვაო დუეტი) გამოწვევით სიმღერა გადაწყვიტა. იმ ღამით კონკურსზე მან გაიმარჯვა, რითაც წარმატება მოიხვეჭა თავისთვისაც და აპოლონის თეატრისთვისაც. ელა იმ ღამეს შენიშნა ბარდუ ალიმ ჩიკ ვების ბენდიდან, რომელმაც ვები დაიყოლია ელა დაექირავებინა. ელა იწყებს სიმღერას ვების ორკესტრში 1935 წელს, ჰარლემის სავოის საბანკეტო დარბაზში. ელას რამდენიმე ჰიტ-სიმღერა აქვს ჩაწერილი მათთან, მათ შორის

“(If You Can't Sing It), You'll Have to Swing It (Mr. Paganini)", თუმცა წარმატება საყმაწვილო ლექსის "A Tisket A Tasket" მისეულმა ინტერპრეტაციამ მოუტანა.

1939 წელს ჩიკ ვების გარდაცვალების შემდეგ, ბენდმა ტურები გააგრძელა ახალი სახელითელა ფიცჯერალდი და მისი განთქმული ორკესტრი”.

ელამ სოლო კარიერა 1941 წლიდან დაიწყო. თავდაპირველი სვინგის შემდეგ იგი რეპერტუარს სწრაფად ამრავალფეროვნებს და მოგვიანებით ბლიუზს, ბოსა-ნოვას, სამბას, გოსპელს, კალიფსოსა და საშობაო სიმღერებს ასრულებს. მისი გვიანდელი კონცერტები მდიდრდება სხვა მომღერალთა ბრწყინვალე იუმორისტული იმიტაციებით. კერძოდ, მას შეეძლო მერლინ მონროსა და ლუი არმსტრონგის ხმისა და ტიპიური ჟესტების საკმაოდ ზუსტი იმიტაცია.

1955 წელს დეკკას ჩამწერი სტუდიის დატოვების შემდეგ, მისი მენეჯერი, ნორმან ფრანზი მის გარშემო ქმნის ჯაზის ჩამწერ კომპანიას, ვერვი.

რვა სიმღერათა კრებული, რომელიც ელამ ვერვისთვის ჩაწერა არარეგულარული ინტერვალებით 1956-1964 წლებში წარმოადგენს მის კრიტიკოსთა მიერ ყველაზე წარმატებულად შეფასებულ ნამუშევრებს, და შესაძლოა მის ყველაზე მნიშვნელოვან შენატანსაც კი ამერიკული კულტურისთვის. სწორედ ეს სიმღერები წარმოადგენსდიდ ამერიკულ სიმღერათა კრებულისუმნიშვნელოვანეს ნაწილს.