(Eleanora Fagan Goughy), ცნობილი ასევე "Lady Day" -ის ზედმეტ სახელით, დაიბადა 1915 წლის 7 აპრილს ფილადელფიაში, გაიზარდა ბალტიმორში (მერილენდი). მას მძიმე ბავშვობა ქონდა, რაც აისახა კიდეც მის პიროვნებაზე და კარიერაზე. მისი ცხოვრების შესახებ ბევრი ლეგენდა და გადმოცემა არსებობს. ბევრიც მისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან გავრცელდა, რომელიც მან 1956 წელს გამოაქვეყნა. ამ წიგნის მიხედვით მისი სახლი იყო პირველი თავის ქუჩაზე, რომელშიც ელექტროენერგია გადიოდა. დედამის იყო ცამეტი წლის როდესაც ბილი შეეძინა. მამამისი, ჯაზ-გიტარისტი კლარენს ჰოლიდეი კი - 15 წლის. მშობლები მალე დაშორდნენ და მას დედა და ნათესავები ზრდიდნენ. მან ადრეულ წლებშივე დაანება სკოლას თავი და პროსტიტუიას მიჰყო ხელი.
რამდენიმე წელიწადში, დედამისთან ერთად ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად. დასახლდა ჰარლემში და ადგილობრივ კლუბებში დაიწყო გამოსვლები. 1932 წელს იგი შეამჩნია ერთ-ერთმა პროდუსერმა, ჯონ ჰამონდმა, რომელმაც რამდენიმე სეშენი მოუწყო ბენი გუდმანთან.
1933 წელს პირველი ჩანაწერიც გამოსცა - "Your Mother's Son-In-Law". ერთი წლის შემდეგ 23 ნოემბერს იგი გამოვიდა "Apollo Theater" -ში პიანისტ ბობი ჰენდერსონთან ერთად. ამან კიდევ უფრო უბიძგა მას ხელი ბლუზისა და ჯაზისკენ. ცოტა ხნის შემდეგ მან დაიწყო რეგულარული გამოსვლები "52nd Street" -ზე მანჰეტენში.
მას არ ქონდა დიდი ვოკალური მონაცემები, თუმცა სხვებისგან გამოარჩევდა უმწიკვლო ხმა და აბსოლიტურად გულახდილი, ემოციური შესრულება.
ის მუშაობდა ისეთ ლეგენდებთან, როგორებიც იყვნენ ლესთერ იანგი, ქაუნთ ბეისი, ართი შონი...
ბილი ჰოლიდეი იყო ასევე იმ თაობის წარმომადგენელი, რომელმაც დაარღვია რასობრივი ბარიერი. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თეთრკანიანებთან ერთად გამოდიოდა. მართალია, სცენაზე გამოსვლამდე, თეთრკანიანებისგან მოშორებით, ცალკე ოთახში უწევდა მოცდა, მაგრამ უკვე სცენაზე ნამდვილი "Lady Day" ხდებოდა და ყველას იპყრობდა, მიუხედავად კანის ფერისა. თავის უდიდეს ემოციურ და დრამატულ შესრულებს მანერას ასე ხსნიდა: "I've lived songs like that".
ბილი ყოველთვის იყო მსუბუქი ნარკოტიკების და მარიხუანის მომხმარებელი, მაგრამ 40 -იანი წლებიდან ჰეროინზე გადავიდა. მისი დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი ნელ-ნელა იზრდებოდა. ამას დაემატა ალკოჰოლი და ოჯახური სკანდალები. ამ ყველაფერმა, რათქმაუნდა უარყოფითად იმოქმედა მის კარიერაზე. მისი ახალგაზრდული, სიცოცხლით სავსე და უმანკო ხმა შეცვალა მძიმე და სევდიანმა ხმამ.
ჰოლიდეის შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია იმდროინდელ მუსიკოსებზე. ასევე ჯენის ჯოპლინსა და ნინა სიმონეზე. 1972 წელს დიანა როსმა მისი როლი შეასრულა ავტობიაგრაფიული წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმში. 1987 წელს "U2" -უმ გამოსცა სინგლი ჰოლიდეის მიხედვით (tribute), "Angel of Harlem".
მან შეასრულა სიმღერა "Strange Fruit", რომელიც მიმართული იყო რასობრივ ნიადაგზე სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. სიმღერამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ჰოლიდეიმ ამით არამარტო მუსიკის, არამედ ამერიკის ისტორიაშიც დაიკავა ადგილი.
1954 წელს დიდი წარმატებით ჩაატარა ტურნე ევროპაში. 1958 წელს და 1959 წლის დასაწყისში კვლავ ეწვია ევროპას. 1959 წლის თებერვალში, ლონდონში დასამახსოვრებელი გამოსვლა ჰქონდა "BBC" -ის შოუში "Chelsea at Nine". ამავე წელა "MGM Records" -ისთვის ჩაწერა თავისი ბოლო სტუდიური ალბომი, რომელსაც მისი სიკვდილის შემდეგ ასევე ეწოდა - "Last Recordings".
1959 წლის 17 ივლისს 44 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა ნიუ იორკში, "Metropolitan Hospital" -ში ღვიძლის დაავადებით.
იგი საავადმყოფოშიც კი იმყოფებოდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ნარკოტიკების გამო.
სიცოცხლის ბოლო წლებში იგი გაკოტრებული იყო. მას ბანკში ანგარიშზე დარჩა 70 ცენტი, ნაღდი ფულის სახით კი - 750 დოლარი.
1958 წელს მან ჩაწერა თავისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალბომი "Lady in Satin". იგი არის შესრულებული ძალიან დაბალი დიაპაზონის ხმით, თუმცა უდიდესი ემოციით და გამოთქმით.
ალბომის შექმნაში დიდი ორკესტრი მონაწილეობდა, რომელსაც რეი ელისი ხელმძღვანელობდა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment