Wednesday, October 8, 2008

Louis Daniel Armstrong

ინოვატორი და ქარიზმატული ამერიკელი ჯაზ მუსიკოსი.
ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ჯაზმენი მუსიკის ისტორიაში, რომელმაც ჯაზი გადააქცია საყოველთაო და პოპულარულ მუსიკალურ მიმდინარეობად.

ლუი არმსტრონგი 1901 წლის 4 აგვისტოს დაიბადა ნიუ ორლეანში მცხოვრებ ღარიბ ოჯახში. მას რთული ბავშვობა ქონდა. ოჯახი მიატოვა მამამ. თავიდან მან ისწავლა კორნეტზე (სასულე ინსტრუმენტი) დაკვრა ერთ-ერთ ნიუ ორლეანურ ბენდში. ის უსმენდა მუსიკას გამუდმებით, ყოველი შესაძლებლობისას. დაყვებოდა ქალაქის ბრას ბენდების აღლუმებს და სწავლობდა დაკვრას ისეთი მუსიკოსებისგან, როგორებიც იყვნენ Bunk Johnson, Buddy Petit, Joe "King" Oliver. მოგვიანებით მან დაიწყო დაკვრა Fate Marable -ის ბენდში, რომელიც აწყობდა ტურნეებს ბორანით მდ. მისისიპიზე. როგორც ლუი იხსენებს, ეს მისთვის დიდი გამოცდილება იყო. 1919 წლიდან იგი იკავებს Joe Oliver -ის ადგილს ქალაქის ყველაზე პოპულარულ Kid Ory -ის ბენდში.
1922 წელს ჯო ოლივერმა მიიწვია იგი ჩიკაგოში Creole Jazz Band -ში. ეს იყო ოციან წლებში, ჩიკაგოს ყველაზე პოპულარული ჯაზ ბენდი. ამ პერიოდში ჩიკაგო იყო ჯაზის ცენტრი. სწორედ აქ გამოუშვა ლუიმ თავისი პირველი ჩანაწერები.
1924 წელს იგი გადავიდა ნიუ იორკში და შეუერთდა Fletcher Henderson -ის ორკესტრს, სადაც იგი გადაერთო საყვირზე (ტრამპეტზე). ამ პერიოდში მან ნიუ ორლეანელი მეგობარის პიანისტი Clarence Williams -ის დახმარებით კვლავ გამოსცა ჩანაწერები.
1925 წელს დაბრუნდა ჩიკაგოში და გამოსცა ჩანაწერები უკვე თავისი სახელით, თავის ცნობილ Hot Five და Hot Seven ბენდებთან ერთად. ამ ჩანაწერებში იყო ცნობილი "West End Blues". მასში შესული არმსტრონგის საყვირის პარტია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ იმპროვიზაციად ჯაზის ისტორიაში.
1929 წელს დაბრუნდა ნიუ იორკში. შემდეგ გადავიდა ლოს ანჯელესში. ამას მოჰყვა მისი ტურნე ევროპაში და იქიდან დაბრინებული, 1943 წელს კვლავ დასახლდა ნიუ იორკში.
1950 წელს ლუიმ დააარსა ჯგუფი All Star, რომლის შემადგენლობაშიც მან შექმნა დაუვიწყარი მუსიკა. 1964 წელს ჩაწერა მისი ყველაზე პოპულარული ჰიტი "Hello Dolly".
ამ ჯგუფთან ერთად მან მოიარა თითქმის მთელი მსოფლიო. მის ტურნეებს აფინანსებდა აშშ -ს მთავრობა.
1971 წელს იგი გარდაიცვალა გულის შეტევით 69 წლის ასაკში.
მას ზედმეტ სახელი "Satchmo" (წარმოდგება სიტყვიდან Satchelmouth), შეარქვა ჟურნალ Melody Maker -ის რედაქტორმა პერსი ბრუქსმა 1932 წელს, როდესაც ის მიესალმა ლუის ლონდონში შეხვედრისას სიტყვებით: "Hello, Satchmo".
მან იმუშავა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ: Jimmie Rodgers, Bing Crosby, Duke Ellington, Fletcher Henderson, Bessie Smith და Ella Fitzgerald - ვისთან ერთადაც ჩაწერა სამი ალბომი: "Ella & Louis", "Ella & Louis again", "Porgy and Bess" Verve Records -ისთვის.
1964 წელს მან გადაუსწრო The Beatles -ს Billboard Top 100 ჩარტში და დაიკავა პირველი ადგილი სიმღერით "Hello Dolly". ამავდროულად გახდა ყველაზე ხნიერი მუსიკოსი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავება მოახერხა. ის მაშინ 63 წლის იყო.
1968 წელს ინგლისში გამოსცა სინგლი "What a wonderful world", რომელიც თვეობით იმყოფებოდა ბრიტანული ჩარტების მოწინავე ადგილებზე.
არმსტრონგის და მისი Hot Seven -ის მიერ შესრულებული "Melancholy Blues" გაგზავნილ იქნა კოსმოსში, როგორ კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა.
ლუი არმსტრონგმა ფაქტიურად რევოლუცია მოახდინა ჯაზში ჯაზ-სოლისტის ამპლუის შემოტანით, რამაც გასაქანი მისცა ინდივიდუალიზმს. მან თავისი ოსტატური შესრულებით ასევე განავითარა scat singing -ი (იმპროვიზაცია ვოკალით, როდესაც იხმარება არა სიტყვები, არამედ უბრალო ბგერები).
როგორც ვირტუოზ მესაყვირეს მას ქონდა ექსტრაორდინალური ნიჭი იმპროვიზაციისა. ამას თან ერთვოდა უნიკალური ხმის ტემბრი და ვოკალური იმპროვიზაციის არაჩვეულებრივი უნარი.
ამ ადამიანმა შექმნა საკაცობრიო ღირებულების მუსიკა. მუსიკა, რომელზეც აღიზარდა თაობები.
და საერთოდ, მუსიკის ისტორია წარმოუდგენელია ლუი არმსტრონგის გარეშ
.

No comments: