ელამ სასიმღერო დებიუტი 16 წლის ასაკში 1934 წელს მოახდინა აპოლონის თეატრში ჰარლემში, ნიუ-იორკი, იმ დროს ცნობილ ერთ-ერთ ადრეულ “მოყვარულთა ღამეების” კონკურსზე. თავდაპირველად მიზნად დასახული ჰქონდა სცენაზე საცეკვაოდ ასვლა, თუმცა “ედვარდსის დების” (ადგილობრივი საცეკვაო დუეტი) გამოწვევით სიმღერა გადაწყვიტა. იმ ღამით კონკურსზე მან გაიმარჯვა, რითაც წარმატება მოიხვეჭა თავისთვისაც და აპოლონის თეატრისთვისაც. ელა იმ ღამეს შენიშნა ბარდუ ალიმ ჩიკ ვების ბენდიდან, რომელმაც ვები დაიყოლია ელა დაექირავებინა. ელა იწყებს სიმღერას ვების ორკესტრში 1935 წელს, ჰარლემის სავოის საბანკეტო დარბაზში. ელას რამდენიმე ჰიტ-სიმღერა აქვს ჩაწერილი მათთან, მათ შორის
1939 წელს ჩიკ ვების გარდაცვალების შემდეგ, ბენდმა ტურები გააგრძელა ახალი სახელით “ელა ფიცჯერალდი და მისი განთქმული ორკესტრი”.
ელამ სოლო კარიერა 1941 წლიდან დაიწყო. თავდაპირველი სვინგის შემდეგ იგი რეპერტუარს სწრაფად ამრავალფეროვნებს და მოგვიანებით ბლიუზს, ბოსა-ნოვას, სამბას, გოსპელს, კალიფსოსა და საშობაო სიმღერებს ასრულებს. მისი გვიანდელი კონცერტები მდიდრდება სხვა მომღერალთა ბრწყინვალე იუმორისტული იმიტაციებით. კერძოდ, მას შეეძლო მერლინ მონროსა და ლუი არმსტრონგის ხმისა და ტიპიური ჟესტების საკმაოდ ზუსტი იმიტაცია.
1955 წელს დეკკას ჩამწერი სტუდიის დატოვების შემდეგ, მისი მენეჯერი, ნორმან ფრანზი მის გარშემო ქმნის ჯაზის ჩამწერ კომპანიას, ვერვი.
რვა სიმღერათა კრებული, რომელიც ელამ ვერვისთვის ჩაწერა არარეგულარული ინტერვალებით 1956-1964 წლებში წარმოადგენს მის კრიტიკოსთა მიერ ყველაზე წარმატებულად შეფასებულ ნამუშევრებს, და შესაძლოა მის ყველაზე მნიშვნელოვან შენატანსაც კი ამერიკული კულტურისთვის. სწორედ ეს სიმღერები წარმოადგენს “დიდ ამერიკულ სიმღერათა კრებულის” უმნიშვნელოვანეს ნაწილს.
No comments:
Post a Comment