Avant-garde jazz – Bebop – Cool jazz – Dixieland – Free jazz – Gypsy jazz – Hard bop – Jazz fusion –Kansas City Jazz – Latin jazz – Modal jazz – M-Base – Smooth jazz – Soul jazz – Swing – Trad jazz – Third Stream
Acid jazz – Asian American jazz – Calypso jazz – Jazz blues – Jazz fusion – Jazz rap – Nu jazz – Smooth jazz – Bossa Nova - Funk - Jazz rap
Wednesday, October 8, 2008
Nina simone
ნინა სიმონე ნამდვილი სახელი (Eunice Kathleen Waymon) დაიბადა 1933 წლის 21 თებერვალს, ტრაიონში (სამხრეთ კაროლინის შტატში). განათლება მიიღო ნიუ-იორკის პრესტიჟულ მუსიკალურ კოლეჯში (Juilliard School of Music) სადაც თავის დროზე სწავლობდა მაილს დევისი. (Miles Davis ) ის იყო ძალიან ნიჭიერი შავკანიანი ამერიკელი მომღერალი,კომპოზიტორი,პიანისტი. მან თავის კარიერა დაიწყო1953 წელს ატლანტიკ-სითიში, სადაც ის ღამის კლუბებში პიანინოზე უკრავდა. ზუსტად ამ დროს დაირქვა მან თავისი სასცენო ფსევდონიმი (ninasimone) ნინა ესპანურად გოგოს ნიშნავს და სიმონე დაირქვა ცნობილი მსახიობის ”სიმონე სინიორე”-ს საპატივცემულოდ. სამოციანი წლების დასაწყიში მან მოამზადა დიუკ ელინგტონის კომპოზიციების ალბომი სადაც ძირითადათ შედიოდა ბლუზის ბალადები ბროდვეის მიუზიკლებიდან. ორმოცდაათიანი წლების ბოლოს, მან უკვე ჩაწერა და გამოუშვა თავისი 10 ალბომი. სიმონე ხშირად გამოდიოდა კონცერტებზე და არამარტო როგორც მომღერალი, არამედ როგორც პიანისტი,მოცეკვავე და მსახიობი.იგი ჯაზის ტრადიცებს არ ღალატობდა, გამოირჩეოდა შესრულების ორიგინალობით. ის სოულს, პოპ-მუსიკას და ბლუზს უთავსებდა ჯაზს. ნინა სიმონე ძირითადათ თავის სიმღერებს ორკესტრისთანხლებით წერდა.
1965 წელს გამოვიდა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალბომ (I Put Spell on You a) რომელშიც შევიდა მისი ყველაზე პოპულარული სიმღერები (I Put a SpellonYou)(Feeling Goo)და (Ne Me Quitte Pa).
1996 წელს გამოუშვა შემდეგი ალბომი სახელწოდებით (Wild Is the Wind) ამ ალბომში შესული სიმღერები პოპ-მუსიკს ჟანრში იყო ჩაწერილი, ამიტომ მას კრიტიკოსებმა იმ პერიოდში პოპი-მუსიკის დედოფალი შეარქვეს.
ნინა სიმონე პირადად იცნობდა ლუტერ მარტინომ კინგს ამერიკელი შავკანიანების უფლებების დამცველს, მისი და კიდევ ოთხი შავკანიანი ბავშვის მკვლელობის შემდეგ ნინამ გამოუშვა ახალი სიმღერა სახელწოდებით (Mississippi Goddam) ამავე თემატიკის სიმღერები იყო (Pirate Jenny) და ჟაკ ბრელას ინტერპრეტირებული (Ne Me Quitte Pas) ეს სიმღერები უფრო კლასიკური ჟანრის იყო.
1968 წელს იგი უშვებს ახალ სიმღერა (Ain’t Got No) რომელიშიც შეიძლება ითქვას მწარედ აკრიტიკებს მაშინდელ პოლიტიკას.
ნინა სიმონე გარდაიცვალა 2003 წლის 21 აპრილს საფრანგეთში მარსელთან ახლოს, თავის სახლში. სადაც მან გაატარაუკანასკნელი 8 წელი. იგი გარდაიცვალა 70 წლის ასაკში.
აქვე აღსანიშნავია რომ ნინა სიმონემ თავისი 40 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში გამოუშვა 170 სტუდიური და საკონცერტო ალბომები და სინგლები.
სულ მას აქვს შესრულებული 320 კომპოზიცია, ის დღემდე რჩება 20 საუკუნის ერთ-ერთ ავტორიტეტულ შემსრულებლად.
No comments:
Post a Comment